
ლარიფან კავკასიის გუნდი, საქმიანობა, მისია და საქართველოში მუშაობის ისტორია.
„ლარიფან კავკასია“-ს გუნდი შედგება აზარტული, კრეატიული, ენთუზიაზმით სავსე, ნიჭიერი კადრებისგან. ჩვენ ერთად განვიხილავთ აბსოლუტურად ყველა პრობლემას, შეფერხებას და წარმატებას, რაც თან ახლავს სამუშაო პროცესს, ვკამათობთ, ერთად ვარჩევთ ეფექტურ სვლებს, ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თითეულ ჩვენგანს სჯერა ბრენდის უნიკალურობის და დარწმუნებულები ვართ იმაში რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ.
„ლარიფანი კავკასია“ ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარ მიზანს ქართულ ბაზარზე მსოფლიოში აღიარებული, ხარისხიანი პროდუქტების დანერგვა წარმოადგენს.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. კერძოდ, ლარიფანის ბრენდის პოპულარიზაციას, ახალი ხარისხიანი პროდუქტების მოძიებას საქართველოს ბაზრისთვის, მარკეტინგულ, სადიტრიბუციო და საგანმანათლებლო მიმართულებებს.
იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე პრევენციული მედიცინის მიმართულებით და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური, ხარისხიანი და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას.
შპს „ლარიფან კავკასია“ ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან. მისი თანა-დამფუძვნებელი და ძირითადი პარტნიორი 2019 წლამდე იყო კომპანია SIA “Larifāns” (ლატვია), 2019 წლიდან კომპანიის პარტნიორები არიან Hisunit LLC (ისრაელი) and A.E.I. 24 (ესპანეთი). ისრაელიდან და ესპანეთიდან ხდება მაღალ ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტების იმპორტი.
პირველ რიგში კეთდება ბაზრის სრულყოფილი ანალიზი. შემდეგ მიმდინარეობს ოპინიონ-ლიდერების აზრის კვლევა სავარაუდოდ შერჩეულ მიმართულებებთან დაკავშირებით. ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას, კონსოლიდაციაში მოგვყავს მიღებული ინფორმაცია საკუთარ შესაძლებლობებთან და ამ გზით საბოლოოდ ვცხრილავთ საინტერესო პროდუქტების სიას.
პროდუქტის მწარმოებელთან მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ვიკვლევთ სპეციალისტების და საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის შეფასებებს აშშ-სა და ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტი უკვე რეგისტრირებულია და გაყიდვაშია. ვსახავთ სამოქმედო გეგმას ყველა ხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით.
„ლარიფან კავკასია“-მ საქართველოს წამყვან ექიმებთან ერთად შეიმუშავა „მშობელთა პრაქტიკული სკოლის“ პროექტი, სადაც შესაძლებელია ჩაერთოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არის ან გეგმავს გახდეს მშობელი.